ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში გაიხსნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტები. როგორც გაბუნიამ განმარტა, ვირტუალური კაბინეტები დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც აცრა სურთ, თუმცა დარეგისტრირებულები არ არიან, რომ დარეგისტრირდნენ ადგილზევე.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.
„უკვე მომავალი კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათ-სამშაბათიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე. ერთადერთი დისკომფორტი რაც შეიძლება აქ შეიქმნას, არის ის, რომ თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნება რიგი. მოცდა დიდი ხნით არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო, თუმცა რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ არ დარჩება აცრის გაერეშე,“- განაცხადა გაბუნიამ.