ავტორი:

"გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება" - რას ამბობს თამარ გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

"გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება" - რას ამბობს თამარ გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, შეზღუდვებზე საუბარი იქნება ეპიდვითარების გარკვეული კრიტიკული მაჩვენებლის დადგომის შემთხვევაში.

"ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ, როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე სწოლი არის ის რაოდნეობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბრეში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული“,- განაცხადა გაბუნიამ.