ავტორი:

იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, ძლიერი ცეცხლი სანაპიროს მიადგა - უმძიმესი კადრები თურქეთიდან, სადაც რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, ძლიერი ცეცხლი სანაპიროს მიადგა - უმძიმესი კადრები თურქეთიდან, სადაც რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

თურქული მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. პრეზიდენტმა ანტალიაში, ტყის ხანძრებით დაზარალებული მანავგათის რაიონი ვერტმფრენიდან დაათვალიერა.

ხანძრის ყველაზე მეტი კერა სწორედ ანტალიის და ადანას პროვინციებში იყო. თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას სატელეფონო საუბრისას ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად.

ერდოღანმა მანამდე ყველას მოუწოდა ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიების შედეგებს დაელოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება. CNN Turk-ის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 30-მდე პროვინციაში გაჩენილი ხანძრების სულ 100-მდე კერადან, 88-ის ჩაქრობა მოხერხდა, ხოლო დაახლოებით 10 კერა აქტიური რჩება.