ავტორი:

რა ვითარებაა მთაწმინდის ფერდზე, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი იპოვეს

რა ვითარებაა მთაწმინდის ფერდზე, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი იპოვეს

მთაწმინდის ფერდზე, სადაც ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველების ნაწილი ამ წუთებში მთაწმინდის ფერდზე, ტყეში მუშაობს.

შსს-ში AMBEBI.GE-ს ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა.