ავტორი:

"უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ... გაუგონარი ამბავია, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას?

"უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ... გაუგონარი ამბავია, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას?

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ჯერჯერობით დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი, შანე ბრუკი.

ცნობისთვის, მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. როგორც მეგობრების ჰყვებიან, გოგონა მთაწმინდის ტერიტოიაზე გადაადგილდებოდა. სამძებრო სამუშაოებში 100 მაშველი იყო ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტს სრულიად სოციალური ქსელი ეხმაურება. ისინი წერენ, რომ გოგონას გაუჩნარებისა და გარდაცვალების ამბავი იმიჯს შეულახავს ქვეყანას და ქართულ ტურიზმზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი: "სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს (ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს, ქალებს, ბავშვებს) აქვთ დაუცველობის განცდა.ეს განცდა ჩნდება მაშინ, როცა ხედავ, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალადობისგან უნდა გიცავდეს, განზე დგას და გეუბნება - „რა ვქნა არ შემიძლია, ვერ გიცავ, შენით მოაგვარე“ - ანუ ხელისუფლება ძალადობისგან შენი დაცვის საბაზისო ფუნქციას ვერ/არ ასრულებს, უსუსური და კომპეტენციისგან დაცლილია;როცა ხედავ, რომ ძალადობის აღკვეთაზე და შენს დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, ძალადობას არათუ გმობენ მაღალი ტრიბუნებიდან, არამედ ზოგჯერ უპასუხისმგებლობით და ზოგჯერ მიზანმიმართულად ახალისებენ მას, აღვივებენ დაპირისპირებას;

როცა ხედავ, რომ ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესებით თუ ძალაუფლების შენარჩუნების მოტვაციით, დანაშაულს პატიობს მათ შორის მათ, ვისაც წესრიგის დამცველ პოლიციელებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში მიაქვთ;როცა ხედავ, რომ დანაშაულის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელი გარდაუვალი არ არის და დაუსჯელობა არც თუ ისე იშვიათია;როცა ხედავ რომ, მომხდარი დანაშაულის ადეკვატურად შეფასების - მინიმუმ შეშფოთების და დაგმობის ნაცვლად, ხელისუფლება თავის მართლების მრავალფეროვან საშუალებებს (დანაშაული ყველგან ხდება, სტატისტიკა არ გაზრდილა, მედიის ბრალია და ა.შ.) გთავაზობს.სიმშვიდის და დაცულობის განცდის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა ! ამიტომ, ერთ-ერთი პირველი რასაც #საქართველოსთვის გავაკეთებთ - დავასრულებთ დაპირიპირებას, შუღლის გაღვივებას, ძალადობის წახალისებას, ადამიანებს დავუბრუნებთ სიმშვიდის განცდას და ამ ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმ რეფორმების გაგრძელების გზით, რომელიც დავიწყეთ და დღეს სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის".

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: ერთი ტურისტის მკვლელობაზე რომ იყოს საპასუხო, ჯანდაბას-მეთქი, მაინც ვერ ვიტყოდი, მაგრამ, კრიმინალურ ჩარჩიებში ჩავტოვებდი ამ მკვლელობას... რაც არის კიდეც! მაგრამ... აქ აღარ და ვეღარ ვისაუბრებთ ერთ კრიმინალურ შემთხვევაზე, რადგან ყველა ვხვდებით, რომ ეს მკვლელობაც, აზერბაიჯანელი ბლოგერის დაღუპვაც, ბათუმში რომ დი-ჯეი დაჭრეს, ისიც და სვანეთში რომ უნდა ჩამოსულიყო ჰოლივუდის ვარსკვლავი და აღარ ჩამოდის, ეს ყველაფერი ერთი კონტექსტის ნაწილია.მეტიც, ამავე კონტექსტის ნაწილია ნაცემი და მერე მოკლული ლექსო ლაშქარავა;

ამავე კონტექსტის ნაწილია გია ვოლსკია მიერ ლაშქარავას ფოტოს გამოგლეჯვა; ამავე კონტექსტის ნაწილია წულუკიანის არნახული სითავხედე; ამავე კონტექსტის ნაწილია ვაკელი თუ ბათუმელი ორკების ძალადობანი ჟურნალისტებზე და ა.შ.გუნდას ჰგავს დაწყებული პროცესები, რომელიც ზვავად გადაიქცევა!და ეს ზვავი ჩაიტანს ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს!

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი: ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ. მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია).როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!

ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის წევრი: ვინც ახლა იტყვით რომ პოლიტიკა რა შუაშია, მთავრობის რა ბრალია და ასეთები ... - თქვენც მკვლელი ხართ ჩემ თვალში ... მინიმუმ წამხალისებლები.

ლადო აფხაზავა: მასწავლებელი მოკლეს , მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო....

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი: გავრცელებული ინფორმაციით, "სიცოცხლით სავსე ქალაქში" დაკარგული ავსტრალიელი გოგო , ძებნის შემდეგ, ცოტა ხნის წინ მკვდარი იპოვეს!!!!! შანაე ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. მან ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაურეკა,რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო -"ხელი გამიშვი, მომშორდი", შემდეგ კი, თბილისში მყოფ გოგოსთან კავშირი შეწყდა.შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.

ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, სად ვართ, სად აღმოვჩნდით, ფართოდ გაახილეთ თვალი.!!! ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საშიში გახდა. ძალიან საშიში გახდა განსხვავებული ჩაცმა, აზროვნება, საუბარი, მალე განსხვავებული ფიქრიც საშიში გახდება,აკი ამიტომაც ცდილობენ მწერლების პოლიტიკურ კონტროლს..... ორი დღის წინ, საქართველოში საგანგებოდ მოწვეულ ,პოპულარულ უცხოელ ტურისტს, ჰომოფობიური განწყობების გამო, თავს დაესხნენ. გუშინ გავიგეთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა გააუქმა სვანეთში დაგეგმილი სარეკლამო გადაღებები, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა,გადაღებები გაუქმდა სწორედ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო. რა გინდათ, თქვე მაიმუნებო! ტურისტი აღარ ჩამოვიდეს? აქ მოგზაურობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს?

რატომ მიგვათრევთ რუსეთში! რატომ?!!!!!! აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ! მათი ორგანიზატორების დაუსჯელობამ!! ლექსოს სიკვდილამდე მიმყვანების რეალური მეთაურების ხელშეუხებლობამ!!!! აი ეს მოიტანა იმან, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც არავინ აიღო და ისე გააგრძელეს ,ვითომც არაფერი!!!!!! აი, ეს მოიტანა ბევრის ტრ....ს თამაშმა, ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ცუდია,მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს რატომ აკეთებთო,რატომ ითხოვთ მოძალადე ხელისუფალთა გადადგომასო, ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ!!! ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინა ,,ქართულმაოცნებამ,, - არ მოგწონს ვინმე?- გააშავე, მოუგონე ყველანაირი სიბინძურე,ურტყი,მოკალი....ან არ დაგიჭერენ ან დაგაკავებენ ძაან ცოტა ხნით და მერე გირაოსაც შავი ყულაბიდან გადაგიხდიან!!!

თქვენ კი, ჩვენ რომ სისულელეებს გვაბრალებთ, ჟურნალისტები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და მათი ცემა კი ცუდია,მაგრამ პრემიერის გადადგომა რომ მოითხოვეს,ამიტომაც არ გავედით საპროტესტო აქციებზეო,დიდხანს იყავით ჩუმად და სახლებში რომ შემოგივარდებიან,მერე დარეკეთ ჩვენთან,გვიშველეთო(როგორც ეს არაერთხელ მომხდარა). მერე გვემუდარეთ, გააშუქეთ ჩვენი ამბავიო( როგორც ეს არაერთხელ მომხდარ.

მანამდე ხმა არ ამოიღოთ, ვინმე არ გაგინაწყენდეთ,ვინმეს ოპოზიციონერი არ ეგონოთ, ვინმემ არ შეგამჩნიოთ..... მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ,სცემენ და თქვენ (ჯერ ) არა... და ხო, არჩევნებზე არ დაგავიწყდეთ გაქცევა და ორმოჟდაერთის შემოხაზვა , მეტი სიცოცხლე რომ უნდა შემოგიტანოთ ყველა უბანში! —— ეს ქვეყანა კლავს,ადამიანებსაც და მომავალსაც!!".

პეტრე კოლხი: ჯერ კორონამ ჩაკლა ტურიზმი, დანარჩენს ჩვენ ვუღებთ ბოლოს!..