ტოკიოს ოლიმპიადის 2 ქართველ სპროტსმენს, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს, რათა ტოკიოს ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ, ოლიმპიადის დატოვება მოუწევთ, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან გვჯერა, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა.
გამოცემის ცნობით, ოლიმპიადის დაწყებიდან, ეს მსგავსი პირველი ინციდენტია. კოვიდრეგულაციების დამრღვევი სპორტსმენები გამოცემის ცნობით, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არიან.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაასრულეს.