ავტორი:

"გევედი" - ქართველი მოჭიდავის ემოციები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გასვლის შემდეგ და მიმართვა ქართული დელეგაციის წევრებს

"გევედი" - ქართველი მოჭიდავის ემოციები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გასვლის შემდეგ და მიმართვა ქართული დელეგაციის წევრებს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 1-ელ აგვისტოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.

იაკობმა ფინალში ასპარეზობის მოსაპოვებლად ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.

იაკობმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა. პირდაპირ ეთერში კი ისმოდა, თუ როგორ მიმართა გამარჯვებულმა სპორტსმენმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს.

"გევედი" - თქვა ოლიმპიადის გახარებულმა ფინალისტმა.

ცნობისთვის, ფინალი ხვალ 14:30 წუთის შემდეგ გაიმართება.

ნახეთ ვიდეო: