ავტორი:

პომპეზური ქორწილი იტალიაში და 5 საქორწილო კაბა -  ვინ არის პრინცესა დაიანას ძმისშვილის მილიარდერი ქმარი, რომელიც ცოლზე 32 წლით უფროსია(ფოტოები)

პომპეზური ქორწილი იტალიაში და 5 საქორწილო კაბა -  ვინ არის პრინცესა დაიანას ძმისშვილის მილიარდერი ქმარი, რომელიც ცოლზე 32 წლით უფროსია(ფოტოები)

პრინცესა დაიანას ძმისშვილის, ლედი კიტი სპენსერის ქორწილი შოუბიზნესში გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. კიტი ბიზნეს მაგნატზე, მაიკლ ლუისზე დაქორწინდა. წყვილის ულამაზესი ქორწილი იტალიაში შედგა.

კიტისა და მის ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ლედი დის ძმისშვილი 30 წლისაა, ხოლო მაიკლი 62-ის.

წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა სამი წლის წინ დაიწყო. ურთიერთობის დასაწყისში კიტი და მაიკლი მაქსიმალურად ცდილობდნენ პაპარაცებს გაქცეოდნენ და მათი ერთობლივი ფოტოები ჟურნალების გარეკანზე არ მოხვედრილიყო, თუმცა 2019 წელს მაინც მოახერხეს შეყვარებულების ერთად აღბეჭდვა, როდესაც მანჰეტენზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში შენიშნეს.

მალევე წყვილი ერთად სენ ტროპეში დასვენების დროს დააფიქსირეს და ამით უკვე დადასტურდა, რომ მათ შორის რომანი იყო. მით უფრო, რომ კიტიმ და მაიკლმა ერთმანეთს პაპარაცების წინ აკოცეს.

ქორწილის ცერემონიას მხოლოდ უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. საინტერესოა, რომ ქორწილში არ იმყოფებოდა კიტის მამა, პრინცესა დაიანას ძმა, ჩარლზ სპენსერი. ქორწილს არც სამეფო ოჯახის წევრები - პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი დასწრებიან.

მიუხედავად ამისა, ქორწილი მაინც პომპეზური იყო. ლედი კიტის ხუთი სხვადასხვა საქორწილო კაბა ეცვა. რომელზეც "დოლჩე და გაბანას" მოდის სახლმა იზრუნა. აღსანიშნავია, რომ კიტი ამ მოდის სახლის სახეა.

მიიჩნევენ, რომ ეს ქერა გოგონა ყველაზე მეტად ჰგავს პრინცესა დაიანას. ბრიტანელებს დაიანასთან მსგავსების გამო კიტი ძალიან უყვართ.

გოგონას ძირითადი საქმიანობა მოდელობაა, ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა მოდის კვირეულებზე. კიტის გარდა დაიანას ძმას კიდევ 5 შვილი ჰყავს. კიტი კი, მათ შორის ყველაზე უფროსია.

სანამ მოდელი გახდებოდა, გოგონა კეიპ ტაუნში სწავლობდა, სადაც ფსიქოლოგია, პოლიტიკა და ინგლისური ლიტერატურა შეისწავლა. ის დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით და ცდილობს უსახლკაროებს დაეხმაროს. ამ საქმეში მისი მთავარი მხარდამჭერი პრინცი უილიამია.