ავტორი:

"კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე - დროა, გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი" - რა წერია ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში

"კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე - დროა, გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი" - რა წერია ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში

მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი "რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, არსებობს "უამრავი მტკიცებულება“, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე.

"ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს მოხდა 2019 წლის 12 სექტემბრამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელმა“ წევრმა მაიკლ მაკკოლიმ წარადგინა.

ანგარიშის ავტორი კონგრესმენები კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.

შეგახსენებთ, ჩინეთი უარყოფს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას გენეტიკურად მოდიფიცირებული კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ. პეკინი ასევ უარყოფს ბრალდებებს ვირუსის გაჟონვის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.