ავტორი:

კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე - ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის პრიზიორია

კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე - ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის პრიზიორია

მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ფინალში ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ მიხან ლოპესთან დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემენიოვი.

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს მოპოვებული. აქედან 4 მედალი ქართველ ძიუდოისტებს - ლაშა ბექაურს, გურამ თუშიშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ეკუთვნით, ერთი კი ძალოსან ანტონ პლესნოის.