ავტორი:

"31 ადამიანი დავაკავეთ, მოგვეცით, მოიტანეთ ფაქტები - 53 ადამიანის სცემა არ ყოფილა" - რას პასუხობს შს მინისტრი ჟურნალისტებს 5 ივლისის მოვლენებზე?

"31 ადამიანი დავაკავეთ, მოგვეცით, მოიტანეთ ფაქტები - 53 ადამიანის სცემა არ ყოფილა" - რას პასუხობს შს მინისტრი ჟურნალისტებს 5 ივლისის მოვლენებზე?

ასეთი რამ მართლა არ მახსოვს, ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ ვგმობ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს - ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ ვგმობ. რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, ამაზე მინდა გითხრათ, რომ გამოძიება დაწყებულია. 31 ადამიანი დავაკავეთ. ფაქტები მოგვეცით, მოიტანეთ ფაქტები. 53 ადამიანის სცემა არ ყოფილა. აი, 100 კაცი სცემეს, ასე ხომ არ არის?! და დაიჭიროთ 1000 კაცი“, - განაცხადა გომელაურმა.