ავტორი:

მაშველები მტკვარში მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ - არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში გალაკტიონის ხიდთან გადახტა

მაშველები მტკვარში მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ - არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში გალაკტიონის ხიდთან გადახტა

მაშველები მდინარე მტკვარში მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარის მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე მყვინთავები, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე მტკვარში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა.