ავტორი:

"აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი" - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით

"აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი" - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დოპინგ სკანდალთან დაკავშირებით

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

"სეოკ-ის განმარტება

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - ნათქვამია ინფორმაციაში.