ავტორი:

"ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი კიევში გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარს ერთ-ერთ პარკში მიაკვლიეს: რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

"ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი კიევში გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარს ერთ-ერთ პარკში მიაკვლიეს: რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის “უკრაინაში ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, კიევში გარდაცვლილი იპოვეს.

”ბელარუსის მოქალაქე ვიტალი შიშოვი, რომელიც გუშინ კიევში დაიკარგა, დღეს ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს,“- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განიხილავს გარდაცვალების ყველა ვერსიას, მათ შორის "მკვლელობას შენიღბული თვითმკვლელობით".

“უკრაინაში ბელარუსული სახლი“ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დევნისგან თავის დაღწევას ცდილობენ, საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, დასაქმებასა და იურიდიული მომსახურების მიღებაში ეხმარება.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ვიტალი შიშოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისმა პარტნიორმა ორშაბათს მიაწოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის დილით სავარჯიშოდ გავიდა და არ დაბრუნებულა.