ავტორი:

ხვალიდან პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ

ხვალიდან პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის დადგენილებაში გუშინ შევიდა.

"გუშინ ღამით პრემიერის, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, "ფაიზერის" ადმინისტრირების უფლება დიდ სივრცეებსა და პოლიკლინიკურ დაწესებულებებს ეძლევათ", - აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება სოფლებში იმუნიზაციის მიმდინარეობას. როგორც მან " ინტეპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სოფლებში "მობილურ ბრიგადებზე" მუშაობა მიმდინარეობს, რაც მალე დასრულდება.

"დღეს "ფაიზერზე" 166 ბრიგადა მუშაობს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, 2-3-ის გამოკლებით, ყველგან არის რაიონის ცენტრში "ფაიზერის" გაკეთების შესაძლებლობა. რაც შეეხება სოფლებს, "მობილურ ბრიგადებზე" შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს და მალე იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.