ავტორი:

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს.

წერილში ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! აღნიშნული წერილის ავტორები, რომლებიც ვისწრაფვით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ორმხრივი ურთიერთობების საქმეში, ვმონაწილეობდით "დიალოგის ჯგუფის“ ფორმირებაში რუს და ქართველ დეპუტატებს შორის, ასევე "ვენის ფორმატის“ შექმნაში ქართველი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით.

"დიალოგის ჯგუფის“ და "ვენის ფორმატის“ ფორმატში შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფცია და 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, ანუ 7.5 თვის განმავლობაში, საქართველოში ჩატარდა აუდიოგამოკითხვა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არჩევნებში 2.15 მილიონ ადამიანზე მეტს მონაწილეობა არ მიუღია, ჩაწერილია 900 ათასი რესპონდენტი, რომელთაგან 69.4 %-მა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტს! ამის პარალელურად, წლის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო გამოკითხვა და 69.7 %-მა მხარი დაუჭირა ნეიტრალიტეტს, 75.8%-მა გამოთქვა სურვილი რუსეთთან დიალოგის შესახებ! საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახურმა, როდესაც ამ მასშტაბური გამოკითხვის შესახებ შეიტყო, გამოიკვლია აუდიოჩანაწერები და მოითხოვა მათგან გამოსაკითხი ფურცლებიდან სახელებისა და გვარების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამოღება და წაშლა. წაშლილი სახელებისა და გვარების 900 ათასი აუდიოჩანაწერის ასლი გადაეცა ეუთოს მისიას, ნატოს წარმომადგენლობას, ამერიკის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ავსტრიის და სხვა ქვეყნების საელჩოებს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა 2020 წლის ოქტომბერში, რაც დროში დაემთხვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს“, - ნათქვამია წერილში.

პარტიაში აცხადებენ, რომ არავინ დაეჭვებულა ამ ჩანაწერების და გამოკითხვის ფურცლების ნამდვილობაში და არავის გაუპროტესტებია გამოკითხვის შედეგები.

"თუმცა, ნაცვლად გამოკითხვის შედეგების განხილვისა, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ“ და პარტიებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორებისგან, შეთანხმებულად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ინიციატორები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი იმაში, რომ ისინი არიან კრემლის აგენტები და პროკურატურისგან გამოკითხვის ორგანიზატორების დაკავება მოითხოვეს, მოახდინეს სრულიად გაუგებარი ფეიკ-დოკუმენტების დემონსტრირება, რომლებმაც, თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტისა და "გრუ“-დან გამოჟონა. ამასთან, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "რუსული შემადგენელი“ საქართველოს პარლამენტში აღარ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარე კი იმეორებდა, რომ საქართველომ აშშ-ს პოზიციით უნდა იხელმძღვანელოს. მოყვანილი დეტალები აშკარა დემონსტრაციაა, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა და ხელისუფლების სურვილი პოლარულად ურთიერთსაწინააღმდეგოა და ჩვენ წუხილით ვახდენთ კონსტატაციას, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალრიცხოვანი და საჯარო მოწოდებებისა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, საქართველოს ხელისუფლება ქმნის ილუზიას იმის სურვილისა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რეალურად კი ცდილობენ ძირშივე მოკვეთონ ნებისმიერი მცდელობა ორმხრივი ურთიერთობების კუთხით და მიიღონ: "მორიგი ქულები“ დასავლელი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ასევე მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ "დიალოგის ჯგუფის“ და "ვენის ფორმატის“ მუშაობა, ასევე სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტები ამ დროისთვის სრულად გაყინულია და ეს სწორედაც რომ არ შედის საქართველოს ინტერესებში.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენ თქვენი დახმარების იმედით ჩვენი თანამშრომლობის განახლების საკითხში სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

თქვენი დახმარება უკიდურესად აუცილებელია ასევე, ერთიანი მედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს იმის შეგნებას, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ღია და მეგობრული ორმხრივი ურთიერთობების აშენება მხარეთა ინტერესების რეალური გათვალისწინების საფუძველზე“, - ნათქვამია წერილში.