ავტორი:

"ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია" - ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ჩანაწერებზე

"ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია" - ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ჩანაწერებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ "მორიგ შეთქმულებად“ და "ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს.

როგორც ღარიბაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებულ ინფორმაციაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

"სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს.

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, 1-ელ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.