„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Toyota Land Cruiser 300-ის პრეზენტაცია ივლისის ბოლო დღეს მესტიაში, სასტუმრო „გისტოლას“ ტერიტორიაზე გამართა, ავტომოყვარულებსა და ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო ახალი თაობის ავტომობილის შექმნის ისტორია და Land Cruiser-ის სამოდელო ხაზში შეტანილი ის უპრეცედენტო ცვლილებები, რაც ტექნიკურ მახასიათებლებს, დიზაინსა თუ უსაფრთხოების სისტემებს მოიცავს.
პრეზენტაციის მომდევნო დღეს გაიმართა Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივი, რომლის დროსაც ავტომოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, ტოიოტას უახლესი მოდელის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები გამოეცადათ და მისი უპირატესობები ობიექტურად შეეფასებინათ.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ახალი Land Cruiser 300-ი ექსტერიერისა და ინტერიერის დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ტოიოტას ამ უახლესი მოდელის ძლევამოსილებასა და მაქსიმალურ სანდოობას უსვამს ხაზს.
„Land Cruiser 300-ში განსაკუთრებულად გაძლიერებულია ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, გაუმჯობესებულია ავტომობილის მართვადობა, როგორც გზატკეცილზე, ასევე, რადიკალური უგზოობის პირობებშიც. მას შეუძლია ყველაზე რთულ რელიეფურ საფარზეც იდეალური სიზუსტით იმოძრაოს. შესაბამისად, Land Cruiser 300-ით ნებისმიერ მარშრუტზე მგზავრობა გასაოცრად მარტივი და კომფორტულია. ამაში ავტომოყვარულები თავადაც დარწმუნდნენ ტესტ-დრაივის პროცესში. აღნიშვნის ღირსია მისი კონსტრუქციის სიმტკიცე და რთულ სავალ პირობებზე ადაპტირებული უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები, შეჯახების თავიდან არიდების უახლესი სისტემა, 2-ტურბინიანი V6 ძრავა, ახალი 10-საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფი, ახალი დაკიდების სისტემა და მრავალი სხვა სიახლე, რომელიც მუდმივად გააოცებს იმ მძღოლებს, რომლებიც Land Cruiser 300-ის საჭეს მიუსხდებიან. იმედი გვაქვს, ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულად შეაყვარებს მას“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გაგუამ ყურადღება გაამახვილა ტოიოტას ახალ კონცეფციაზე, რითაც Land Cruiser 300-ი მთლიანადაა გაჯერებული.
„ამ მოდელის ახალი დიზაინი სრულ თანხვედრაშია საინჟინრო მიღწევებთან და ღირსეულად აგრძელებს Land Cruiser-ის მემკვიდრეობას. ამავე დროს, Land Cruiser 300-ი გაჯერებულია ტოიოტას ახალი კონცეფციით - ეს არის „ფუნქციური სილამაზე“. მისი ძლიერი, სუფთა ხაზები ყველგანმავლის ძლევამოსილებისა და დახვეწილობის დემონსტრირებას ახდენს. სალონი აღჭურვილია ინოვაციური სენსორული მოწყობილობებით, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის ნებისმიერ ოფ-როუდზე. ეს ტოიოტას პირველი მოდელია, რომელიც 3D Multi-Terrain Monitor-ით არის აღჭურვილი. ეს მძღოლს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში თვალი ადევნოს გზის საფარს, როგორც ავტომობილის ქვეშ, ისე მის გარშემო და თვლების პოზიციაც დაინახოს. ეს სისტემა ავტომატურად აფასებს გზის საფარის ხარისხს და ასევე ავტომატურად გადადის მართვის ყველაზე ოპტიმალურ რეჟიმზე“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.
ჩვენი ქვეყნის მომხმარებლისთვის ტოიოტას ახალი თაობის Land Cruiser 300-ი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
ცნობისათვის, SUV კატეგორიაში ტოიოტას ფლაგმანის - Land Cruiser 300-ის მსოფლიო პრეზენტაცია მიმდინარე წლის 9 ივნისს შედგა. ახალი თაობის ავტომობილით ტოიოტა აგრძელებს Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის მემკვიდრეობას - „Land Cruiser-ი ნებისმიერ ადგილამდე მიგიყვანს და შინ უსაფრთხოდ დაგაბრუნებს“. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი Land Cruiser-ის საჭეს მართავს.
NS