ავტორი:

იცხოვრებდით ულამაზეს კუნძულზე 50 000£-ს სანაცვლოდ? - შოტლანდიის მთავრობა გეგმავს ახალგაზრდებს უნიკალური რამ შესთავაზოს

იცხოვრებდით ულამაზეს კუნძულზე 50 000£-ს სანაცვლოდ? - შოტლანდიის მთავრობა გეგმავს ახალგაზრდებს უნიკალური რამ შესთავაზოს

შოტლანდიის მთავრობა გეგმავს, რომ ახალგაზრდებსა და ოჯახებს 50 000 ფუნტი შესთავაზოს იმ კუნძულებზე ცხოვრებისთვის, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს.

როგორც BBC-ი წერს, ქვეყანაში შეიმუშავეს კუნძულების განვითარების ეროვნული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ამ ადგილებში დეპოპულაციის დაძლევას, რაც შოტლანდიის კუნძულების უკვე მრავალწლიანი პრობლემაა.

კუნძულების დეპოპულაცია ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის მთავარი ფაქტორებია გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა, მოსაწესრიგებელი სახლები და.აშ.

ერთ-ერთი ასეთი კუნძული სამხრეთ უისტია. ის ახლა ადამიანებისგან დაცლილია და მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. შოტლანდიელი კევინ მორისონი მთავრობის ჩანაფიქრს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული თანხა მის ოჯახს იდეალურ შესაძლებლობას მისცემს მოაწესრიგოს სახლი და ულამაზეს ადგილასაც იცხოვროს.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გეგმას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და არ ეთანხმება, რადგანაც ამბობენ, რომ უმჯობესია, ფული ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაიხარჯოს, რათა ეს ადგილები ადამიანებისთვის საცხოვრებლად უფრო მიმზიდველი გახდეს.

მედიის ცნობით, შოტლანდიის ხელისუფლება გეგმის განხორციელებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აპირებს და ამ საქმეში მილიონობით ფუნტს ჩადებს.