ავტორი:

"უშიშროებიდან დამიკავშირდნენ, ჩემი ტელეფონის მოსმენას დავთანხმდი..." - მეუფე ნიკოლოზი

"უშიშროებიდან დამიკავშირდნენ, ჩემი ტელეფონის მოსმენას დავთანხმდი..." - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მან "TV პირველს" განუცხადა.

მეუფემ აღნიშნულ თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ, "სუს-ის მიერ განხორცილებული" სატელეფონო მოსმენების ანგარიში საჯაროდ წაიკითხა.

"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ მე თანახმა ვარ. ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული.

მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ არ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია, თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული", - ამბობს მიტროპოლიტი.