უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორი, პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ სამჯერ დასახელებული ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია.
ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 223 კილოგრამი ასწია, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში ქართველმა 245 კილოგრამი დაძლია, რითაც ოლიმპიური ოქრო აიღო. ტალახაძე ამ გამარჯვებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ამასთან, ლაშა ტალახაძე არის პირველი ქართველი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის ეს მეორე ოქროს მედალია. ლაშას გარდა ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოუტანა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).