ავტორი:

ფშაველი-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ფშაველი-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

თვითმხილველის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გაემართნენ სამაშველო ჯგუფები.

"ინტერპრესნიუსი“ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს, თუმცა მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ კეთდება.