უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორი, პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ სამჯერ დასახელებული ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია.
ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 223 კილოგრამი ასწია, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში ქართველმა 245 კილოგრამი დაძლია, რითაც ოლიმპიური ოქრო აიღო. ტალახაძე ამ გამარჯვებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ამასთან, ლაშა ტალახაძე არის პირველი ქართველი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
გამარჯვება ტალახაძეს პრემიერმა და მმართველი პარტიის წევრებმა ტელეფონით მიულოცეს. ოლიმპიურ ჩემპიონს ირაკლი ღარიბაშვილმა დაურეკა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეები, ასევე პარტიის სხვა ლიდერები.
"ბრავო ლაშა, გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ ძმაო" - მიმართეს ტალახაძეს სატელეფონო საუბრისას.