"თეგეტა მოტორსის" დასაქმების პროექტი - "დაიწყე კარიერა თეგეტაში" გრძელდება, რაც სწავლას, ანაზღაურებად სტაჟირებას და შემდგომ კარიერულ წინსვლას გულისხმობს ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში.
"თეგეტა აკადემიაში" რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას სწორედ აქ დაეუფლებიან.
პროექტის ფარგლებში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება და ეს არ არის სემესტრებზე გაწელილი პროცესი – შერჩეული კანდიდატები გაივლიან თვენახევრიან ინტენსიურ თეორიულ კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყებენ პრაქტიკულ სწავლებას. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
ლიკა ბერუაშვილი,„თეგეტა აკადემიის“ დირექტორიდა „თეგეტა მოტორსის“ ადამიანურ რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აკადემიის პროექტზე მუშაობის დაწყებიდანვე ჩაიდო საფუძვლად თეგეტელების პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვა.
"ჩვენთან კარიერული წარმატება მხოლოდ გუნდური მუშაობით, ერთმანეთის თანადგომით და მუდმივი შრომით მიიღწევა. ამიტომ, ყველა წარმატებული აკადემიელი სამართლიანად ამაყობს ბრენდის ამბასადორობით“, – აცხადებს ლიკა ბერუაშვილი.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 3 მთავარ მიზეზს გვიზიარებს, რატომ უნდა აირჩიონ ახალგაზრდებმა „თეგეტა“.
1. ეს არის გუნდი, ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან კომპანიის წარმატებას თავიანთი პროფესიონალიზმით, გუნდურობითა და შრომისმოყვარეობით;
2.საწყის საფეხურზე, აკადემიაში სწავლისას დახვდებათ საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით და
3. ეს არის განვითარების შესაძლებლობა, თეგეტა მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს საკუთარ თანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების დაგროვებასა და წინსვლაში.
დასაქმების პროექტის მიხედვით,სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
ეს პროექტი პირველი არ არის და 2013 წლიდან ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა შეიძინა ახალი პროფესია და დღეს უკვე თეგეტაში წამყვან პოზიციებზე მუშაობს.
განაცხადების გაკეთება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს.ასე რომ, დაიწყეთ კარიერა თეგეტაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, თეგეტა ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად „თეგეტა მოტორსის“ განვითარების ისტორიაც მოწმობს.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. თეგეტას აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
R