"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი დაოჯახდა. დეპუტატის რჩეული თინათინ მგელაძეა. თინათინი წლების მანძილზე თბილისის მერიის პრესსამსახურში მუშაობდა და რამდენიმე თვეა სამსახური დატოვა.
როგორც წყვილის მეგობარმა გვითხრა, რატის და თინას სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლის. წყვილმა ჯვარი ქაშვეთის ტაძარში დაიწერა.
რატი იონათამიშვილის მეჯვარე ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გახლდათ. ცერემონიალს წყვილის უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.