ავტორი:

პოეტი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა

პოეტი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა

პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პოეტის "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებენ.

ალხაზიშვილი 77 წლის იყო.

1999 წელს მას წიგნისათვის "გამოსვლა უდროობიდან" მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2011 წელს კი საბა საუკეთესო პოეტური კრებულისთვის - "ჩაბრუნებული მზერა."

გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს აგრეთვე შემდეგი პოეტური კრებულები: "მოგონებათა ქალაქი“, "უცხო ფრინველი“, "ლექსები პოემა“, "წარსულის სარკმელი“ (, "დიალოგი ფიქრში“, "თვალი — სულის სანთელი“, "ქარის დევნა“, "შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“, "სიტყვების მოლოდინი“, "აღმოცენება“ და ა.შ.