ავტორი:

რამდენი ადამიანი მკურნალობს რეანიმაციაში და როგორი ვითარებაა საწოლფონდის მხრივ - თამარ გაბუნიას ბრიფინგის დეტალები

რამდენი ადამიანი მკურნალობს რეანიმაციაში და როგორი ვითარებაა საწოლფონდის მხრივ - თამარ გაბუნიას ბრიფინგის დეტალები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 6886 საწოლი, მათგან ჰოსპიტალში 6219 პაციენტი იმყოფება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში არის 269 პაციენტი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“.

„28 ათამდე ადამიანი ბინაზე მკურნალობას აგრძელებს და ნაწილი რჩება კოვიდ სასტუმროებში. კოვიდ სასტუმროების მობილიზება გრძელდება. თბილისში დაახლოებით 500 ნომერია ამ ეტაპზე თავისუფალი და კიდევ ერთი ამდენი დაემატება უახლოეს პერიოდში იმისთვის, რომ კოვიდ სასტუმროების მოცვა იყოს მაღალი. ინტენსიურად გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“, უდიდესი ნაწილი თბილისში, რადგან თბილისზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. გასული 24 სთ-ის განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა, 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება ვაქცინაციის პროგრამა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, თუმცა საუბარი არ არის, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება.

გაბუნიასვე თქმით, საწოლების მობილიზების კუთხით რესურსი ჯერჯერობით ისევ არის.

„კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ასევე ალტერნატიული გეგმაზეც, რისი დეტალებიც დაზუსტდება. არ არის საუბარი იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება. რესურსი ჯერჯერობით საწოლების მობილიზების კუთხით კიდევ არის, დაახლოებით 8 000 საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ. დამატებითი მობილიზება იქნება საწოლფონდის და ასევე სასტუმრო საწოლების“, - განაცხადა გაბუნიამ.