ავტორი:

"ამ ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა.. ამაზე კარგი დღეს არაფერი არ გვაქვს" - პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

"ამ ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება აცრაა.. ამაზე კარგი დღეს არაფერი არ გვაქვს" - პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის შვილი, ტატა იმნაძე, რომელიც ორსულადაა, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

ტატამ ამით ფეხმძიმეებს აჩვენა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და ვირუსისგან თავის დასაცავად აცრა საუკეთესო გამოსავალია.

"ძალიან მიხარია, დიდი ხანია ველოდები, მინდოდა, რომ ავცრილიყავი და როგორც იქნა, ავიცერი. დღეისათვის ამ ინფექციის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორედ აცრა. ამაზე კარგი დღეს არაფერი არ გვაქვს, ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ აიცრან და ორსულებისთვისაც შესაძლებელი გახდა უკვე. საზღვარგარეთ უფრო დიდი ხანია რაც ცრიან და ვურჩევ ყველას, რომ აიცრას.

კარგად ჩაიარა ყველაფერმა, არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია. ოდნავ ვიგრძენი თითქოს ხელში სისუსტე, მაგრამ ეგეც მგონია, რომ ფსიქოლოგიური იყო იმიტომ, რომ მალევე გამიარა“, - ამბობს ტატა იმნაძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ორსულების აცრა მხოლოდ "ფაიზერის“ ვაქცინითაა დაშვებული.