ავტორი:

"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?

"კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ... ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა" - როგორ მოხვდა ირაკლი გოგოლაძე ჩცდ-ში და რას ამბობს საკუთარ პერსონაჟზე?

"ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს ჩემი ცოლის მიერ მომზადებულმა კერძებმა, კარგმა ღვინომ. გურმანი ვარ, მეუღლე უგემრიელეს კერძებს ამზადებს, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა", - ამბობს მსახიობი ირაკლი გოგოლაძე.

ის "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონში გამოჩნდა და მისი პერსონაჟი უკვე საკმაოდ აქტიური განხილვის საგანია. ირაკლი სერიალში ბიზნესმენის როლს თამაშობს, რომელიც პოლიტიკაში მიდის. პარალელურად სკანდალურია მისი პირადი ცხოვრებაც.

რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა დროს იბნევა, რას ნანობს, რა დროს შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და რას თვლის თავის ყველაზე დიდი სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 18 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ამ სფეროსადმი ინტერესი ფილმებმა გამიჩინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნიჭიერიაო.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"

- ...კასტინგის გზით მოვხვდი. ამ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა, როცა სერიალში "თესეა" თესეას მერის როლს ვასრულებდი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში" თანდათან უფრო საინტერესო გახდება. მის ცხოვრებაში პოლიტიკური და ოჯახური ამბები საინტერესოდ განვითარდება.

- მაყურებლის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- წერდნენ, ეს ვინ არისო? ზოგი ამბობდა, რა სიმპათიურიაო, ზოგი ვის მამსგავსებდა, ზოგი - ვის. ვფიქრობ, გამოხმაურება შემდეგი სერიების გასვლისას უფრო იქნება. კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას - არა. გამოხმაურება (კარგი თუ ცუდი) იმის ნიშანია, რომ პერსონაჟი შედგა.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როცა თეატრალურში ჩაბარების შემდეგ, პირველი სპექტაკლი ვითამაშე. მახსოვს, ამის შემდეგ ძალიან ბედნიერი და ემოციით სავსე ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გახლავართ მსახიობი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ახალი და ახალი როლები ვითამაშო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარეობაა, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ საქმის ბოლომდე მიყვანა არ ვიცი, გადავდებ და გადავდებ ხოლმე და ეს არ მომწონს, სულ ბოლო წუთს ველოდები, რომ გავაკეთო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ, მაგრამ მერე ისევ ვუშვებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერიც ვერ ვისწავლე.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად, რადგან ვფიქრობ, უნდა ვაპატიო, მეც ხომ მაქვს დაშვებული შეცდომები და მეც ვიღაცამ უნდა მაპატიოს. როცა ვპატიობ, ის წყენა მავიწყდება, იმ განცდისგან ვთავისუფლდები. ადამიანებისგან ისეთი დიდი ტკივილი, დავიწყება რომ ვერ შემძლებოდა, არც განმიცდია.

- ვიბნევი...

- ...როცა მოულოდნელად ვიღაც ცუდ საქმეზე წამასწრებს. მაგალითად, ვთქვი, სიგარეტს აღარ ვეწევი-მეთქი, მერე მოვწიე და მეგობარმა წამასწრო. რატომ ეწევიო? რა უნდა მეთქვა, ასეთ დროს ყოველთვის ვიბნევი.

- ვნანობ...

- ...რომ ვერ მოვეფერე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...მასშტაბურ, დიდი პროექტზე ვმუშაობდე. მინდა ვიყო ჰოლივუდში გადასაღებ მოედანზე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...სადღაც აი, ეს კადრი წარმომიდგენია. მგონია, რომ მიუღწეველი არაფერი არ არის, თუნდაც ამ ასაკში. 18 წლის რომ ვიყო, რა თქმა უნდა, შანსიც მეტი იქნებოდა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ცილისწამებას. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ცილისწამების ხარისხს გააჩნია, შეიძლება ჩემი რეაქცია იმდენად მძაფრი იყოს, საკუთარ თავს კონტროლი ვეღარც გავუწიო და მერე ვინანო.

- მეზარება...

- ...ინტერვიუს მიცემა. ინტერვიუს მსვლელობისას სულ ვიტანჯები. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს. მგონია, რომ ყველა რესპონდენტი თამაშობს. ბოლომდე გულწრფელი რომ იყო, გიჟად შეგრაცხავენ. ყველაფერი მეზარება, რაც ჩემი ინტერესის სფეროში არ შედის.

- სიყვარული ეს...

- ...არის ურთიერთგაგება, პატივისცემა, მეორე ადამიანში საერთო ინტერესების პოვნა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ძალიან აღელვებული. ამაღელვებელი განცდა იყო...წაიკითხეთ სრულად