აჭარაში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემინე ჯორბენაძე ყველაზე უხუცესი ქალია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
102 წლის ხანდაზმულმა, "ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
"ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს, ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ", - აღნიშნა ემინე ჯორბენაძემ
ცნობისთვის, აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 64 მოქალაქე ცხოვრობს.