ავტორი:

"მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ" - რას წერს კულუმბეგოვი "ფეისბუქზე"?

"მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ" - რას წერს კულუმბეგოვი "ფეისბუქზე"?

ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში, წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც „ფეისბუქ-პოსტში“ ვკითხულობთ, ვაქცინაციაზე მისული პირების გამობრუნების შემთხვევებმა მოიმატა.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კი ეს შესაძლოა, მისი თქმით, ადამიანის დაღუპვის მიზეზიც კი გახდეს.

„ვაქცინაციის პროცესის აქსელერაციის პარალელურად საგრძნობად მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან ექიმების მიერ უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ.

მიუხედავათ, იმის რომ ყველა იმუნიზაციის პროცესში ჩართული ექიმი ტრეინირებულია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია უკვე შეუძლებელი გახდა. ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა უკან უმიზეზოდ გამობრუნებულ, ქრონიკული დაავადებებით დახუნძლულ ადამიანებს კოვიდი ხვდებათ და იღუპებიან.

ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს: ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება!!!

ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ ჩვენი კოლეგების ცოდნის „ლაფსუსები“ და მომავალში ხელი შევუწყოთ მათ უწყვეტ პროფესიულ განათლებას და მეორეს მხრივ დავაჩქაროთ ვაქცინაციის პროცესი”, - ნათქვამია კულუმბეგოვის განცხადებაში.