ავტორი:

როგორ პასუხობს კახა კალაძე კითხვას, დაიწყო თუ არა განხეთქილება პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის

როგორ პასუხობს კახა კალაძე კითხვას, დაიწყო თუ არა განხეთქილება პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის

რა განხეთქილება უნდა იყოს, ან რაში უნდა იყოს განხეთქილება?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ხომ არ დაიწყო ერთგვარი განხეთქილება.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, - ეს შეიძლება იყოს მცდარი, შეიძლება იყოს სწორი. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა“, - განაცხადა კალა კალაძემ.