ავტორი:

ავიაკატასტროფა ალასკაში - თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ავიაკატასტროფა ალასკაში - თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ალასკას შტატში ჰიდროთვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი - პილოტი და ხუთი მგზავრი - დაიღუპა.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვისა და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავი ქალაქ კეტჩიკანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრში, კანადის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა განაცხადეს, რომ კატასტროფის შედეგად ჰიდროთვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.