ავტორი:

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 37

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 37

თურქეთის დასავლეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მანისას პროვინციის სომას რაიონში მოხდა.

ავტობუსში სულ 50 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.