ავტორი:

სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა - ჯანდაცვის მინისტრი

სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე გასათვალისწინებელია ექიმების მდგომარეობაც.

"ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დადგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმის და შესაბამისად, თავს შევიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან ინფექციის გავრცელების პროცესში", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესის დინამიკა დადებითია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციაზე მოსახლეობის დაყოლიება საკმაოდ მაღალია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებლმა 19 000 გადააჭარბა. დინამიკა არის დადებითი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ამ პროცესში კიდევ უფრო გააქტიურდებიან", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.