ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში, 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს კლინიკის ხელმძღვანელმა, ოლიკო ბუაჩიძემ განუცხადა, პაციენტი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით თავად მივიდა.
"ამ დილით, საშუალო ასაკის მამაკაცი, თვითდინებით შემოვიდა კლინიკაში. მას გაეწია გადაუდებელი რეანიმაციული დახმარება, თუმცა ჭრილობები იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი დადგა. პაციენტს ჭრილობები აღენიშნებოდა ყელის არეში. სამართალდამცავებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები კლინიკაში უკვე ჩაატარეს" - აცხადებს ილიკო ბუაჩიძე.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.