საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ვერცხლის პრიზიორია. ფინალში აშშ-ის წარმომადგენელთან, 21 წლის დენ გეიბლ სტივსონთან ბოლო წუთში დამარცხა.
ქართველი სპორტსმენის ფინალს მშობლიურ გორში, მის ოჯახში ადევნებდნენ თვალყურს მისი ოჯახი და ახლობლები. გენო პეტრიაშვილის დედა გადამწყვეტი მომენტის დროს კი შვილის გამარჯვებისთვის ლოცულობდა.
გუშინ, პირველ ეტაპზე გენოს მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელთანაც დიდი უპირატესობა - 11:0 მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი ისევ დამაჯერებელი იყო და ეს ტაბლოზე ასახა, საბოლოოდ, მეტოქეს 5:2 აჯობა.