ავტორი:

"ნიკა გვარამიამ თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა, სრულიად სხვა თემაზე" - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

"ნიკა გვარამიამ თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა, სრულიად სხვა თემაზე" - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უწყებაში მისვლა თვითონ გადაწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, გვარამიას სუს-ში ყოფნა „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება.

„ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა, ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებაში შესვლამდე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომენტარს სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.