"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როდესაც საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა.
როგორც ის წერს, იმ დროს თურქეთში, ოჯახთან ერთად ისვენებდა.
"ომი რომ დაიწყო, უფრო სწორად, რუსეთის არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, მაშინ ოჯახთან ერთად თურქეთში ვისვენებდი. კიევის გავლით ბოლო თვითმფრინავით ჩამოვფრინდი თბილისში. რამდენიმე კაცი იჯდა სალონში, მათ შორის, ერთი ამერიკელი ფოტოკორესპონდენტი, “რატომ ბრუნდები, ომიაო, უკვე თბილისთან არიანო" - მკითხა.
მინდოდა ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერ ვუპასუხე, მივხვდი, რომ ახსნას აზრი არ ექნებოდა, მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ის ბურთი ახლაც მეჩხირება ყელში, სიმწრის, ემოციის, დარდის, ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭების ხსოვნის ტკივილის... ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართებს იქით ჩვენი სამშობლოა, რომელიც მალე უნდა დავიბრუნოთ. დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს ხაზარაძე.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.
ერთად გადავავლოთ თვალი ტრაგიკული დღეების ქრონოლოგიას პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით - ომის დღეებს, რომელიც ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომელმაც საქართველოს მომავალი მთლიანად შეცვალა.