ბათუმში კორონავირუსის შედეგად 21 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 21 წლის გოგო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს, მას თანმდევ დაავადებებთან ერთად ტემპერატურა აღენიშნებოდა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გეგმურად კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, 21 წლის გოგოს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები დაზიანებული ჰქონდა.
"21 წლის გოგო კლინიკაში 24 ივლისს შემოიყვანეს, მას ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა",- აცხადებენ კლინიკაში.