ავტორი:

"მოსალოდნელია წვიმა, ქარი, სეტყვა" - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

"მოსალოდნელია წვიმა, ქარი, სეტყვა" - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონი შენარჩუნდება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.