ავტორი:

"ლევანს მკურნალობის პერიოდში სეფსისიც განუვითარდა..." - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი კვლავ მართვის სუნთქვაზეა

"ლევანს მკურნალობის პერიოდში სეფსისიც განუვითარდა..." - საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი კვლავ მართვის სუნთქვაზეა

ამ დრომდე მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ქართული რაგბის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისაშვილს ცოტა ხნის წინ სეფსისი განუვითარდა.

"ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფ თაუნის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.

როგორც ირკვევა, მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისიც განუვითარდა, მაგრამ ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ლევანს!" - ნათქვამია ინფორმაციაში.