ავტორი:

გარდაბანში, მდინარე მტკვარში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ

გარდაბანში, მდინარე მტკვარში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში "თბილსრესის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა სათევზაოდ იმყოფებოდა, წყალში შევიდა და დინებამ წაიღო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. თითქმის ოთხი საათია მდინარეში ახალგაზრდის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.