ავტორი:

ბრაზილიის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია

ბრაზილიის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია

ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიადა. ოლიმპიადის ფინალში ბრაზილიამ ესპანეთი 2:1 დაამარცხა.

45-ე წუთზე ბრაზილია მათეუს კუნიამ დააწინაურა, 61-ე წუთზე ოიარსაბალმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი გამარჯვების გოლი მალკომმა გაიტანა.