ავტორი:

ისტორიული კადრი რიოს ოლიმპიადიდან - რას იხსენებს ფოტოგრაფი: "ეს საოცარი ემოციები არასდროს დამავიწყდება... მადლობა ლაშას ამ დღისთვის"

ისტორიული კადრი რიოს ოლიმპიადიდან - რას იხსენებს ფოტოგრაფი: "ეს საოცარი ემოციები არასდროს დამავიწყდება... მადლობა ლაშას ამ დღისთვის"

ფოტოგრაფი ლაშა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში, რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის მიერ რუს დენის იარცევთან გამარჯვებას იხსენებს და წერს:

"2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საოცარი წამები და შეგრძნებები გამოვიარე, როდესაც გაირკვა, რომ ლაშა დამამშვიდებელ ორთაბრძოლაში რუსს შეხვდა, დიდი მოლოდინი გაჩნდა, - გამარჯვების მოლოდინი, ქართველის რუსსზე გამარჯვების მოლოდინი!

ლაშამ ეს შეძლო და დაამარცხა რუსი იარცევი, ეს საოცარი ემოციები არასდროს დამავიწყდება, ტკივილის, სიხარულის, სიამაყის და იმედის რომ საქართველო გაიმარჯვებს! მადლობა ლაშას ამ დღისთვის.

მადლობა, აგვისტოს ომის გმირებს! მადლობა მათ თავგანწირვისთვის და იმისთვის, რომ დღეს ჩვენ საქართველო ვართ!

"ვფიქრობდი იმას, რომ უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომის დრო" - ლაშა შავდათუაშვილი, რიოს ოლიმპიური თამაშები 08.08.2016", - წერს ლაშა კუპრაშვილი