ავტორი:

გრუნის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა სტუდენტებისთვის

გრუნის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება დაიწყო. რას სთავაზობს გრუნი ახალწვეულებს ? სწავლების მოწინავე მეთოდებს, ინტერაქციული ლექცია-სემინარებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და, რაც მთავარია, განათლების ევროპულ სტანდარტს. უნივერსიტეტში სწავლების მაღალ ხარისხს დარგის ლიდერი ლექტორები უზრუნველყოფენ, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს უზიარებენ.

გრუნის საკუთარ მისიად მიიჩნევს ხელმისაწვდომი გახადოს სწავლა ნებისმიერი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდისათვის, მისცეს მას დასავლური სტანდარტის განათლება და მოამზადოს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის. სწორედ ამ მიზნით, უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

  • სტუდენტებისათვის, რომელთა ოჯახები სრულად ვერ წვდებიან სწავლის საზღაურს დაწესებულია ფინანსური შეღავათები სხვადასხვა ოდენობით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ ადმინისტრაციას, რომელიც განიხილავს და საკითხს თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.
  • ამასთანავე, სტუდენტებს, რომლებისთვისაც სწავლის საზღაურის გადახდა სტანდარტული წესით რთულია, შეუძლიათ ინდივიდუალური გრაფიკი შეადგინონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათები არანაირ ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოქმნის სტუდენტისთვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.

ამასთან ერთად, GRUNI-ში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ცდილობს თანადაფინანსებით წაახალისოს ოქრო/ვერცხლის მედალოსანი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები.

  • აბიტურიენტს, რომელიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევს 033-ს და მოხვდება Top10 აბიტურიენტში ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
  • აბიტურიენტი, რომელიც Gruni-ს პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, ისარგებლებს 15%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით.
  • თუ ხარ ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან დევნილი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით.
  • თუ ხარ ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით.

თანამედროვე განათლება თანამედროვე უნივერსიტეტში - სწორედ ასე ჟღერს გრუნის ახალი მესიჯი, რომელიც სტუდენტებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ღირებულ განათლებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის.

ასე რომ თუ ხარ მზად ყველაზე საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისათვის, გრუნი სწორედ შენ გელოდება!

R