ავტორი:

მდინარე მტკვარში 17 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

მდინარე მტკვარში 17 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და წყალში გაუჩინარდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო "ექოლოტი“ მონაწილეობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.