ამერიკულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმს“-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "თალიბებმა ერთ დღეში ავღანეთის სამი მთავარი ქალაქი დაიკავეს." სტატიაში განხილულია ავღანეთში შექმნილი სიტუაცია.
"თალიბები წინ მიიწევენ, ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებს იკავებენ, ავღანეთის სამთავრობო ჯარები უკან მოუხედავად გარბიან. და ეს ხდება სულ რაღაც ორიოდე კვირაში აშშ-ის ჯარების გამოყვანის დაწყების შემდეგ“, - წერს გაზეთი.
"თალიბებმა უკვე დაიკავეს ქალაქები კუნდუზი, სარიპული და ტელუკანი. ჯო ბაიდენი მაინც აცხადებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა, თალიბთა წარმატების მიუხედავად, მაინც დასრულდება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის:
"ჩვენ განვიხილეთ თალიბანის მიერ კუნდუზის დაკავების საკითხი, მაგრამ არანაირ მოქმედებას არ ვაპირებთ, გარდა იმისა, რომ წერტილოვან ავიადარტყმებს განვახორციელებთ მათი არტილერიის გასანადგურებლად, რომლებიც ქაბულში არსებულ უცხოელთა საელჩოებს და სამთავრობო დაწესებულებებს ემუქრება“.
ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა კი აღიარა, რომ ავიადარტყმები საქმეს ვერ გამოასწორებს.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების დროიდან კუნდუზი ორჯერ "გაწმინდეს" ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თალიბებისაგან, მაგრამ ტერიტორია ორჯერვე დაკარგეს.
ავტორი: სიმონ კილაძე