ექსპერტი დავთ დარჩიაშვილი 8 აგვისტოს ომის მოვლენებს ეხმიანება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"არ ბეზრდება ამ ღარიბაშვილს და ძმათა მისთა წინა ხელისუფლებისათვის ომის გადაბრალება. ასეთზე ქართლ-კახეთში იტყვიან: - გინდ წინ უქენი, გინდ უკან, მანც ვერაფერს გააგებინებო. ხალხო, ტალიავინისაც და ჩვენს მიერ მხარდაჭერილ ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებსაც ეწერათ, რომ 7 აგვისტოს გაცემული სააკაშვილის ბრძანება, რომლის თანახმადაც ცხინვალის შტურმი დაიწყო, ომის ესკალაცია იყოო. ესკალაცია და არა დაწყება! ორივე ამ დოკუმენტში წერია, რომ ომი (სროლა, კონფლიქტი, მტრის შენაერთების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა) მანამდე მოხდა, მანამდე!
ხოდა დავა იმაზე, წამოსულ მტერს სანგარში უნდა დახვდე თუ კონტრშეტევაზე გადახვიდე, ტაქტიკის და ოპერატიული ხელოვნების საკითხია, პროფესიონალი სამხედროების გასარჩევია და არა ამ ხვითოების. მაშინ კონსტიტუციური მოთხოვნილება იყო - მოქმედება. ისიც ცნობილია, რომ როცა მტერი შემოგესევა, ყველა საშუალებით უნდა შეეწინააღმდეგო - ნაღმი მესროლეს და მეც მარტო ნაღმი უნდა ვესროლო - სრულიად ამოვარდნილია საომარი ლოგიკიდან.
ამიტომ ორი რამის არევა "მიშას ბრძანება იყო ესკალაცია" და "მიშამ დაიწყო ომი" არის:
ა) უწიგნურობა და სიბრიყვე;
ბ) პუტინის მოთხოვნის - "ხალხმა გაასამართლოს საკუთარი ხელისუფლება" - შესრულება. 9 წელია, ამით არიან დაკავებულები - ფუჰ." - წერს დავით დარჩაშვილი