ავტორი:

"კრიზისების დროს ქართველი ქალები ადეკვატურები, ხოლო მამაკაცები დაბნეულები ხდებიან.. ამის დადასტურებაა ტიკარაძის, ზურაბიშვილის, ასევე ღარიბაშვილისა და კობახიძის ქმედებები" - გია ხუხაშვილი

"კრიზისების დროს ქართველი ქალები ადეკვატურები, ხოლო მამაკაცები დაბნეულები ხდებიან.. ამის დადასტურებაა ტიკარაძის, ზურაბიშვილის, ასევე ღარიბაშვილისა და კობახიძის ქმედებები" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ შედარებით - შეფარული, თუ ცხადი კრიტიკით გამოირჩნენ.

ხუხაშვილის პოსტი იუმორნარევია. ექსპერტი წერს, რომ კრიზისის დროს ქართველი ქალები უფრო ადეკვატურები არიან, ხოლო კაცები დაბნეულები.

"კრიზისების დროს ქართველი ქალები მობილიზებული და ადევატურები, ხოლო მამაკაცები დაბნეულები და არაადეკვატურები ხდებიან.

ამის პირდაპირი დადასტურებაა სალომე ზურაბიშვილის და ეკატერინე ტიკარაძის, ერთის მხრივ და ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის, მეორეს მხრივ, ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადები", - წერს ხუხაშვილი.